https://sputnik-georgia.com/20251102/kviprosshi-biznesmenis-mkvlelobis-braldebit-saqartvelos-moqalaqeebi-daakaves-295635375.html
კვიპროსში ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დააკავეს
კვიპროსში ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ინფორმაციით, „კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში თავს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ. 02.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-02T16:53+0400
2025-11-02T16:53+0400
2025-11-02T16:53+0400
საქართველო
საბერძნეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756896_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9736f0ad6b5b1ac38926a733f5681e99.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით. გამოძიების ინფორმაციით, „კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში ცეცხლსასროლი იარაღით თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. „ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. დანაშაულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა კვიპროსი დატოვა”, - იუწყება ტელეკომპანია „მთავარი”.ბერძნული მედია დანაშაულს საბერძნეთსა და კვიპროსში მოქმედ დაჯგუფებას უკავშირებს, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული კრიმინალი მეტსახელად „ენტიკი" ხელმძღვანელობს. მედიის ცნობით, საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ბოლოს, გასული წლის იანვარში, ათენის ცენტრში ჩაცხრილეს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა მას საკუთარ ავტომობილში 96 ტყვია ესროლა.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756896_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_bdaa0b17267a88ee734938c48686df00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
კვიპროსში ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, „კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში თავს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
გამოძიების ინფორმაციით, „კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში ცეცხლსასროლი იარაღით თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
„ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. დანაშაულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა კვიპროსი დატოვა”, - იუწყება ტელეკომპანია „მთავარი”.
ბერძნული მედია დანაშაულს საბერძნეთსა და კვიპროსში მოქმედ დაჯგუფებას უკავშირებს, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული კრიმინალი მეტსახელად „ენტიკი" ხელმძღვანელობს.
მედიის ცნობით, საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ბოლოს, გასული წლის იანვარში, ათენის ცენტრში ჩაცხრილეს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა მას საკუთარ ავტომობილში 96 ტყვია ესროლა.