https://sputnik-georgia.com/20251102/anita-abgarianma-gaimarjva-295635976.html
„საბავშვო ევროვიზია - 2025": ცნობილია ვინ წარადგენს საქართველოს კონკურსზე
„საბავშვო ევროვიზია - 2025": ცნობილია ვინ წარადგენს საქართველოს კონკურსზე
Sputnik საქართველო
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრი ფუტკარაძემ მოიგო. 02.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-02T17:33+0400
2025-11-02T17:33+0400
2025-11-02T17:33+0400
ევროვიზია
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/02/295635669_0:86:2048:1238_1920x0_80_0_0_9465870d3feb09da8e8336b4d5f34e5e.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანია, რომელიც „საბავშვო ევროვიზია - 2025"-ზე საქართველოს წარადგენს.საქართველო „საბავშვო ევროვიზიას" უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიება 13 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.თბილისში პირველად კონკურსი 2017 წელს ჩატარდა. საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.ანიტა 10 წლისაა. „რანინას" ფინალში მან აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩონგურს სიმები გავუბი" შეასრულა.ანიტა აბგარიანთან ერთად, კონკურსის ფინალში მოხვდნენ სანდრო აბესაძე და ლაზარე კაპანაძე.გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრი ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/02/295635669_53:0:1873:1365_1920x0_80_0_0_305f5d1e1f402e16fd90a1201d3c416a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროვიზია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ევროვიზია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
„საბავშვო ევროვიზია - 2025": ცნობილია ვინ წარადგენს საქართველოს კონკურსზე
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრი ფუტკარაძემ მოიგო.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანია, რომელიც „საბავშვო ევროვიზია - 2025"-ზე საქართველოს წარადგენს.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიას" უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიება 13 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
თბილისში პირველად კონკურსი 2017 წელს ჩატარდა. საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.
ანიტა 10 წლისაა. „რანინას" ფინალში მან აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩონგურს სიმები გავუბი" შეასრულა.
ანიტა აბგარიანთან ერთად, კონკურსის ფინალში მოხვდნენ სანდრო აბესაძე და ლაზარე კაპანაძე.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრი ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.