https://sputnik-georgia.com/20251101/saqartvelos-aeroportebsi-reisebis-raodenoba-axal-rekordebs-xsnis-295619706.html
საქართველოს აეროპორტებში რეისების რაოდენობა ახალ რეკორდებს ხსნის
საქართველოს აეროპორტებში რეისების რაოდენობა ახალ რეკორდებს ხსნის
Sputnik საქართველო
2025 წლის იანვარ- სექტემბერში რეგულარული რეისების რაოდენობამ 22.100 შეადგინა, ხოლო ჩარტერული რეისების - 6.600. 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T09:39+0400
2025-11-01T09:39+0400
2025-11-01T13:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/89/247648921_0:81:3000:1769_1920x0_80_0_0_6c3d6eb3f8617329b53385f6ba4d595a.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და შიდა რეისების რაოდენობა რეკორდული იყო და 28,7 ათასს გადააჭარბა, რაც 18%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის.სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ- სექტემბერში რეგულარული რეისების რაოდენობამ 22.100 შეადგინა, ხოლო ჩარტერული რეისების - 6.600.აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაკომპანიები Red Wings და Azimuth 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ავიაციის ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ავიაგადამზიდავებს შორის იყვნენ და რეიტინგში მეხუთე და მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ.საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 6,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 14%-იან ზრდას წარმოადგენს.2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რომელიც რეისებს 92 მიმართულებით ასრულებს.გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, საქართველოს ავიაციის ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 17%-იანი წილი უჭირავს - მან 1.065.618 მგზავრი გადაიყვანა.გარდა ამისა, პირველი ცხრა თვის განმავლობაში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 5.905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, ტვირთბრუნვა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.ასევე გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის ზოგადი მაჩვენებლები. კერძოდ, 2024 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენები, დაფრენები და გადაფრენები) 5%-ით გაიზარდა. იანვრიდან სექტემბრამდე სულ 229.972 ფრენა დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/89/247648921_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_8fc3ba7f80387f35a588f49c7ec299c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს აეროპორტებში რეისების რაოდენობა ახალ რეკორდებს ხსნის
09:39 01.11.2025 (განახლებულია: 13:49 01.11.2025) 2025 წლის იანვარ- სექტემბერში რეგულარული რეისების რაოდენობამ 22.100 შეადგინა, ხოლო ჩარტერული რეისების - 6.600.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და შიდა რეისების რაოდენობა რეკორდული იყო და 28,7 ათასს გადააჭარბა, რაც 18%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის.
სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ- სექტემბერში რეგულარული რეისების რაოდენობამ 22.100 შეადგინა, ხოლო ჩარტერული რეისების - 6.600.
აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაკომპანიები Red Wings და Azimuth 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ავიაციის ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ავიაგადამზიდავებს შორის იყვნენ და რეიტინგში მეხუთე და მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ.
საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);
Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);
Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);
EL AL – 4% (255 460 მგზავრი);
Israir – 3% (204 645 მგზავრი);
Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი).
გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 6,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 14%-იან ზრდას წარმოადგენს.
2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რომელიც რეისებს 92 მიმართულებით ასრულებს.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, საქართველოს ავიაციის ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 17%-იანი წილი უჭირავს - მან 1.065.618 მგზავრი გადაიყვანა.
გარდა ამისა, პირველი ცხრა თვის განმავლობაში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 5.905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, ტვირთბრუნვა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.
ასევე გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის ზოგადი მაჩვენებლები. კერძოდ, 2024 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენები, დაფრენები და გადაფრენები) 5%-ით გაიზარდა. იანვრიდან სექტემბრამდე სულ 229.972 ფრენა დაფიქსირდა.