https://sputnik-georgia.com/20251101/evroparlamentma-evronestis-platforma-santajis-instrumentad-aqcia-papuasvili-295629131.html
ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა შანტაჟის ინსტრუმენტად აქცია - პაპუაშვილი
ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა შანტაჟის ინსტრუმენტად აქცია - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველო დაუბრუნდება მუშაობას ევრონესტის ფარგლებში, განაცხადა... 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T20:03+0400
2025-11-01T20:03+0400
2025-11-02T00:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ევროპარლამენტმა Euronest-ის პლატფორმა მეზობელი ქვეყნების შანტაჟისა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევის ინსტრუმენტად აქცია და შესაბამისად, საქართველო ორგანიზაციის მომავალ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ამასობაში, სესიის შემდეგ, მიღებულ იქნა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეა გმობს „ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, ასევე „2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს“ და, შესაბამისად, არ ცნობს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.„ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.მისი თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუბრუნდება მუშაობას ევრონესტის ფარგლებში.მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპარლამენტს, უარი თქვას „ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.„მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.რა წერია რეზოლუციაშიევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა „დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში“, ხოლო საპარლამენტო არჩევნები დახასიათებულია როგორც „გაყალბებული“.დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა აგრძელებს ჩარჩოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მდგრად ჩართულობას დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი შეჩერების ან გადადების მიუხედავად.ევრონესტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი“. დოკუმენტის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზა.რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.ევრონესტი მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმამდე დაცემაზე.ევრონესტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ჩაერთონ მაღალი დონის დიპლომატიურ თანამშრომლობაში წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დაშლაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა შანტაჟის ინსტრუმენტად აქცია - პაპუაშვილი
20:03 01.11.2025 (განახლებულია: 00:27 02.11.2025) ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველო დაუბრუნდება მუშაობას ევრონესტის ფარგლებში, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ევროპარლამენტმა Euronest-ის პლატფორმა მეზობელი ქვეყნების შანტაჟისა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევის ინსტრუმენტად აქცია და შესაბამისად, საქართველო ორგანიზაციის მომავალ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ამასობაში, სესიის შემდეგ, მიღებულ იქნა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეა გმობს „ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, ასევე „2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს“ და, შესაბამისად, არ ცნობს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
„ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
„ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუბრუნდება მუშაობას ევრონესტის ფარგლებში.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპარლამენტს, უარი თქვას „ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.
„მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა „დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში“, ხოლო საპარლამენტო არჩევნები დახასიათებულია როგორც „გაყალბებული“.
დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა აგრძელებს ჩარჩოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მდგრად ჩართულობას დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი შეჩერების ან გადადების მიუხედავად.
ევრონესტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი“. დოკუმენტის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
ევრონესტი მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმამდე დაცემაზე.
ევრონესტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ჩაერთონ მაღალი დონის დიპლომატიურ თანამშრომლობაში წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დაშლაზე.