https://sputnik-georgia.com/20251101/ekonomika-zras-ganagrzobs--monacemebi-seqtembris-295623984.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - სექტემბრის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - სექტემბრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და... 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T14:03+0400
2025-11-01T14:03+0400
2025-11-01T14:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263686556_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_826dab3d323fe0a00eff43a4ecd1f9ad.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.2025 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,7% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სექტორებმა.კლება მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რა გაიზარდა და რამდენით2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 7,7%-ით, იმპორტი კი 9,7%-ით გაიზარდა.სექტემბერში ქვეყანაში დაახლოებით 6,3 ათასი ახალი საწარმო იყო რეგისტრირებული, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9,2%-ით გაიზარდა და 15,4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი ინდუსტრიის ზრდა, ძირითადად, მეტალურგიული მრეწველობას უკავშირდება. გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. ასევე გაიზარდა კვების მრეწველობაში გარკვეული სასურსათო ჯგუფების წარმოება. ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტი დაახლოებით 34%-ით გაიზარდა. ფეროსილიციუმის მანგანუმის ექსპორტი დაახლოებით 2.4-ჯერ გაიზარდა, ძირითადად იტალიასა და თურქეთში.საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით.ენერგეტიკის სექტორის ზრდა განპირობებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების ზრდით, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 43%-ით გაიზარდა.ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორის ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტის მუშაობას უკავშირდება, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლებიც გაიზარდა, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების კუთხით.საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკამ დადებითი ტენდენციები აჩვენა. თოდრაძის თქმით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 6.8%-ით გაიზარდა. 2025 წლის მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 9%-ით გაიზარდა.თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია დაკავშირებული იყო სარეკლამო სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაიზარდა იურიდიული, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების მოცულობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263686556_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_887bd1d17470c2c7052c956ec6826c7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - სექტემბრის სტატისტიკა
2025 წლის სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებმა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,7% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სექტორებმა.
კლება მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 7,7%-ით, იმპორტი კი 9,7%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ქვეყანაში დაახლოებით 6,3 ათასი ახალი საწარმო იყო რეგისტრირებული, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9,2%-ით გაიზარდა და 15,4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი ინდუსტრიის ზრდა, ძირითადად, მეტალურგიული მრეწველობას უკავშირდება. გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. ასევე გაიზარდა კვების მრეწველობაში გარკვეული სასურსათო ჯგუფების წარმოება. ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტი დაახლოებით 34%-ით გაიზარდა. ფეროსილიციუმის მანგანუმის ექსპორტი დაახლოებით 2.4-ჯერ გაიზარდა, ძირითადად იტალიასა და თურქეთში.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით.
ენერგეტიკის სექტორის ზრდა განპირობებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების ზრდით, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 43%-ით გაიზარდა.
ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორის ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტის მუშაობას უკავშირდება, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლებიც გაიზარდა, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების კუთხით.
საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკამ დადებითი ტენდენციები აჩვენა. თოდრაძის თქმით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 6.8%-ით გაიზარდა. 2025 წლის მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 9%-ით გაიზარდა.
თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია დაკავშირებული იყო სარეკლამო სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაიზარდა იურიდიული, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების მოცულობა.