https://sputnik-georgia.com/20251101/bankebis-mier-gacemuli-sesxebis-odenoba-gaizarda-295629341.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T20:39+0400
2025-11-01T20:39+0400
2025-11-02T00:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067584_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_df64b69ba800bc4c01c48d149475f537.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 760 მლნ ლარით, ანუ 1,14%-ით გაიზარდა და 1-ელი ოქტომბრისთვის 67,52 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 561,1 მილიონი ლარით, ანუ 1,46%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 198,96 მილიონი ლარით, ანუ 0,7%-ით გაიზარდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,58%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,14 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 0,89%-ით მეტია.2025 წლის სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,59%-ით, ანუ 549,96 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 35,14 მლრდ ლარი შეადგინა.სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,77% შეადგინა, რაც 0,18 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი სექტემბრის მაჩვენებელზე.სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067584_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_4871e04bc923d4399e65220da9f94fba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა
20:39 01.11.2025 (განახლებულია: 00:39 02.11.2025) სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 760 მლნ ლარით, ანუ 1,14%-ით გაიზარდა და 1-ელი ოქტომბრისთვის 67,52 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 561,1 მილიონი ლარით, ანუ 1,46%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 198,96 მილიონი ლარით, ანუ 0,7%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,58%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,14 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 0,89%-ით მეტია.
2025 წლის სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,59%-ით, ანუ 549,96 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 35,14 მლრდ ლარი შეადგინა.
სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,77% შეადგინა, რაც 0,18 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი სექტემბრის მაჩვენებელზე.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.