შაქარიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ერთადერთი გზა ნეიტრალიტეტია

© courtesy of Vato Shakarashviliვატო შაქარაშვილი
ვატო შაქარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2025
გამოწერა
შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული პრობლემების პირობებში უნდა გაკეთდეს მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო არ აპირებს დიდ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაში პოლიგონად გადაიქცეს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საქართველოსთვის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტიაა, განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
2025 წლის ზაფხულში პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ შესთავაზა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება შემდეგ კითხვაზე: „უჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ?“ ახლა კი პარტია უკვე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
„ძალიან ნათლად იკვეთება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, რომელიც იქნება მრავალპოლუსიანი და ამ ვითარებაში „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ჩვენს ქვეყანას ხედავს როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად მოვახერხოთ მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ევრო-ამერიკულ ილუზიაშია კვლავ, აგრძელებს რა რიტორიკას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გამოხატავს რა იმედს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით.
შაქარიშვილის თქმით, დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებების უკან რეალურად არ დგას ბრძოლა „დიფ სთეითთან“, არამედ, უფრო მეტიც - პრეზიდენტი ტრამპი დღემდე ასრულებს ამ ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის - „დიფ სთეითის“ დავალებებს.
მისი თქმით, ტერიტორიული პრობლემების პირობებში უნდა გაკეთდეს მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო არ აპირებს დიდ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაში პოლიგონად გადაიქცეს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
მისი თქმით, პარტიას აქვს იდეა, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კითხვა პირდაპირ დაისვას ქართული საზოგადოების მიმართ - პლებისციტის, ან რეფერენდუმის სახით. შაქარიშვილის თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს კვლევები, ხოლო ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ამომრჩევლები არჩევნებზე დადებენ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0