https://sputnik-georgia.com/20251031/ratom-ar-moxvda-gaxarias-partia-qartuli-ocnebis-sarcelsi-papuasvilis-pasuxi-295619538.html
რატომ არ მოხვდა გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელში - პაპუაშვილის პასუხი
რატომ არ მოხვდა გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელში - პაპუაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
სარჩელში ასახულია ყველა ის სტანდარტი, რომელიც პარტიის არაკონსტიტუციურად აღიარებისთვის არის საჭირო, განაცხადა სპიკერმა 31.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-31T20:45+0400
2025-10-31T20:45+0400
2025-11-01T01:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259819026_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_110940c7291eb91fa3f1c6f8cf093013.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლით გაუქმებას გადაურჩა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.მისი თქმით, სარჩელში ასახულია ყველა ის სტანდარტი, რომელიც პარტიის არაკონსტიტუციურად აღიარებისთვის არის საჭირო.„რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, ამ სტანდარტში თუკი რამე ჯდებოდა, ჩვენ ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუკი რომელიმე პარტია ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ორი კრიტერიუმი იყო მთავარი იმის განსასაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ უნდა მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოში.„საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ სამი პარტიის მიმართ, პარლამენტში შესვლაზე უარის გარდა, სხვა საკონსტიტუციო სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები არსებობს.„ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.კონსტიტუციური სარჩელი არ მოითხოვს „ლელოს“ პარტიიდან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. სარჩელი ასევე არ მოითხოვს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას და მცირე პარტიების გაუქმებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259819026_325:213:2771:2048_1920x0_80_0_0_35b4c9ff0f3b2a7267def2d3e88d732e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
რატომ არ მოხვდა გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელში - პაპუაშვილის პასუხი
20:45 31.10.2025 (განახლებულია: 01:06 01.11.2025) სარჩელში ასახულია ყველა ის სტანდარტი, რომელიც პარტიის არაკონსტიტუციურად აღიარებისთვის არის საჭირო, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლით გაუქმებას გადაურჩა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.
„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი ამ მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო ან იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სარჩელში ასახულია ყველა ის სტანდარტი, რომელიც პარტიის არაკონსტიტუციურად აღიარებისთვის არის საჭირო.
„რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, ამ სტანდარტში თუკი რამე ჯდებოდა, ჩვენ ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუკი რომელიმე პარტია ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ორი კრიტერიუმი იყო მთავარი იმის განსასაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ უნდა მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სამი პარტიის მიმართ, პარლამენტში შესვლაზე უარის გარდა, სხვა საკონსტიტუციო სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელი არ მოითხოვს „ლელოს“ პარტიიდან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. სარჩელი ასევე არ მოითხოვს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას და მცირე პარტიების გაუქმებას.