სვანეთის მდინარეებში წითელ ნუსხაში შეყვანილი ნაკადულის კალმახის პოპულაცია გაიზარდა

© Sputnik / Viktor Kaminskyმდინარე სვანეთში
მდინარე სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 ათასი ქვირითით მოხდება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთის მდინარეებში ნაკადულის კალმახის პოპულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მთის მდინარეში, სადაც 2022 წლამდე წითელი ნუსხის სახეობა ნაკადულის კალმახი ფაქტობრივად აღარ ფიქსირდებოდა, პოპულაცია 50 ინდივიდამდე გაიზარდა. უწყების ცნობით, თევზების ზომები 14-დან 30 სანტიმეტრამდე მერყეობს.
„ნაკადულის კალმახის სტაბილურად მზარდი პოპულაცია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს პროექტის შედეგია, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს და კალმახის ქვირითით მდინარეების დათევზიანებას და შემდგომში პოპულაციის მონიტორინგს ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
წითელი ნუსხის სახეობის – ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
2024 წელს საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 140 ათასი ქვირითით დათევზიანდა. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 ათასი ქვირითით მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0