სიღნაღში სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
დანაშაულები 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სიღნაღში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ცხელ კვალზე 43 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით 50 წლისა და 41 წლის პირებს ესროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0