https://sputnik-georgia.com/20251030/saqartvelosi-sesazloa-wylis-tarifi-gaizardos-295606824.html
საქართველოში შესაძლოა წყლის ტარიფი გაიზარდოს
საქართველოში შესაძლოა წყლის ტარიფი გაიზარდოს
Sputnik საქართველო
ტარიფის გადახედვა წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირებას უკავშირდება, განაცხადა მინისტრმა 30.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-30T21:38+0400
2025-10-30T21:38+0400
2025-10-30T21:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/02/278221471_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a035cef753a34110e8bd6b56b56fe366.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წყლის ტარიფები შესაძლოა 2027 წლიდან გაიზარდოს, ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 0,25-დან 1,3 ლარამდე/მ3 მერყეობს.მისი თქმით, ტარიფის გადახედვა წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირებას უკავშირდება.„წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს რეფორმას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას“, - განაცხადა სოხაძემ.მისი თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს გახდის.საქართველოში ოპერირებს წყალმომარაგების რვა კერძო კომპანია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს. ყველა კომპანიის ტარიფები განსხვავებულია.ტარიფები ქალაქების მიხედვით (დღგ-ს ჩათვლის გარეშე):თბილისი - 0,321 ლარი/მ3რუსთავი - 0,377 ლარი/მ3ბათუმი - 0,251 ლარი/მ3
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება
საქართველოში შესაძლოა წყლის ტარიფი გაიზარდოს
ტარიფის გადახედვა წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირებას უკავშირდება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წყლის ტარიფები შესაძლოა 2027 წლიდან გაიზარდოს, ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 0,25-დან 1,3 ლარამდე/მ3 მერყეობს.
„წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, ტარიფის გადახედვა წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირებას უკავშირდება.
„წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს რეფორმას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს გახდის.
საქართველოში ოპერირებს წყალმომარაგების რვა კერძო კომპანია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს. ყველა კომპანიის ტარიფები განსხვავებულია.
ტარიფები ქალაქების მიხედვით (დღგ-ს ჩათვლის გარეშე):