https://sputnik-georgia.com/20251030/raze-isaubres-maka-boworisvili-iuneskos-generalur-konferenciaze-295606412.html
რაზე ისაუბრებს მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე
რაზე ისაუბრებს მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე
Sputnik საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს. 30.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-30T20:31+0400
2025-10-30T20:31+0400
2025-10-30T20:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295593521_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_609ba1b802fb10dd33412ca3be309eae.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, განაუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „პირველ არხს“. მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხვდეს კულტურული მემკვიდრეობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. „გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენი განათლების სისტემა უკეთ იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს", – აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ. ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა. ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით 29 ოქტომბერს გაემგზავრა, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა უზბეკ კოლეგას ბახტიორ საიდოვს.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი
რაზე ისაუბრებს მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს. 
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, განაუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „პირველ არხს“. 
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. 
„ხვალ იქნება პოლიტიკური დებატები, რომლის ფარგლებშიც გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იუნესკო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე მსოფლიოსთვის და ასევე განათლების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხვდეს კულტურული მემკვიდრეობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. 
„გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენი განათლების სისტემა უკეთ იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს", – აღნიშნა მინისტრმა. 
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ. ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა. 
ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით 29 ოქტომბერს გაემგზავრა, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა უზბეკ კოლეგას ბახტიორ საიდოვს.