https://sputnik-georgia.com/20251030/ra-ganixila-saqartvelos-prezidentma-yazaxetis-parlamentis-majilisis-tavmjdomarestan-295600963.html
რა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარესთან
რა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარესთან
Sputnik საქართველო
ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის - მაჟილისის თავმჯდომარე ერლან კოშანოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 30.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-30T17:44+0400
2025-10-30T17:44+0400
2025-10-30T17:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ყაზახეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1e/295598752_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5e9ef75c27735114c4ba0b65d63e044a.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარე, იერლან კოშანოვთან, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის – მაჟილისის თავმჯდომარეს თბილისში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მისი თქმით ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმაოს და განამტკიცოს ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და თავისი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში. „ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს კარგად ესმით გეოპოლიტიკური ტურბულენტურობის დროს მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ პრაგმატიზმზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.საქართველო და ყაზახეთისაქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ყაზახეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ყაზახეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარესთან
ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის - მაჟილისის თავმჯდომარე ერლან კოშანოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარე, იერლან კოშანოვთან, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის – მაჟილისის თავმჯდომარეს თბილისში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. 
„ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა, რათა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მივაღწიოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მზად ვართ, ყველა ღონე ვიხმაროთ ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი პერსპექტიული სფეროების გამოსავლენად და უკვე არსებულის გასავითარებლად", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. 
მისი თქმით ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმაოს და განამტკიცოს ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და თავისი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში. 
„ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს კარგად ესმით გეოპოლიტიკური ტურბულენტურობის დროს მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ პრაგმატიზმზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.