13 წლის მოზარდს ინტიმური ვიდეომასალის გავრცელებით ემუქრებოდა: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებას, შენახვასა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა 13 წლის არასრულწლოვანს, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას. ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, ბრალდებული მოზარდს აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა, ასევე სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა.
საქმის ფარგლებში, გამოიკითხა დაზარალებული, ამოიღეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0