https://sputnik-georgia.com/20251029/wvevamdelebistvis-axali-jarimebi-amoqmeddeba-295582764.html
საქართველოში წვევამდელებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება
საქართველოში წვევამდელებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T12:07+0400
2025-10-29T12:07+0400
2025-10-29T12:07+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23294/21/232942141_71:0:1175:621_1920x0_80_0_0_b1736d10fed454a347a3dba0ba2da595.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ დამატებითი კვლევების ჩატარებაზე უარი პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს.საქართველოში წვევამდელები თავდაცვის ძალებში გაწვევისას სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან.სამედიცინო კომისიაზე არგამოცხადება ისედაც ისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კი 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა გავრცელდება კომისიის მიერ დანიშნულ დამატებით გამოკვლევებზე უარის თქმის შემთხვევაშიც.სამხედრო სამსახურისაქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23294/21/232942141_209:0:1037:621_1920x0_80_0_0_d2a5a52c7d079dfe05d680617f59e627.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველოში წვევამდელებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ დამატებითი კვლევების ჩატარებაზე უარი პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს.
საქართველოში წვევამდელები თავდაცვის ძალებში გაწვევისას სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან.
სამედიცინო კომისიაზე არგამოცხადება ისედაც ისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კი 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა გავრცელდება კომისიის მიერ დანიშნულ დამატებით გამოკვლევებზე უარის თქმის შემთხვევაშიც.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.