https://sputnik-georgia.com/20251029/saqartelo-saertashoriso-konperencias-umaspinzlebs-295585321.html
საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
კონფერენციის მიზანი სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T21:44+0400
2025-10-29T21:44+0400
2025-10-29T21:44+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო 13-15 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიებას 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად კონკურენციის პოლიტიკის საკითხებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკას, ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. კონფერენციის ფარგლებში, ცხრა პანელური დისკუსია, მათ შორის სამი საერთაშორისო და და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და სხვ. ჯამში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 250 დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა უწყებებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და სისტემური თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. შარშანდელ კონფერენციაში 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
კონფერენციის მიზანი სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო 13-15 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებას 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეები საქართველოს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად კონკურენციის პოლიტიკის საკითხებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკას, ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებს განიხილავენ.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენციის ფარგლებში, ცხრა პანელური დისკუსია, მათ შორის სამი საერთაშორისო და და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და სხვ.
ჯამში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 250 დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა უწყებებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და სისტემური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. შარშანდელ კონფერენციაში 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია გაიმართა.