https://sputnik-georgia.com/20251029/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-295582953.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით გაიზარდა. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T12:55+0400
2025-10-29T12:55+0400
2025-10-29T12:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_7f16b31c2d6842137ddc17b1de25267f.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2,6%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 5,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 17,9%-ით.2025 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოება საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა.ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 0,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,4%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,4%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,2%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 12,1%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის სექტემბერში 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ასექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_91:0:1911:1365_1920x0_80_0_0_076c0c207c3bd0cfff816ba2edb84270.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2,6%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 5,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 17,9%-ით.
2025 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით გაიზარდა.
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა.
ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 0,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,4%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,4%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,2%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 12,1%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის სექტემბერში 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ასექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა.