https://sputnik-georgia.com/20251029/ragbis-matchistvis-damatebiti-matarebeli-dainishna-295586012.html
„საქართველოს რკინიგზამ" რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
„საქართველოს რკინიგზამ" რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
Sputnik საქართველო
„ბორჯღალოსნები“ 15 ნოემბერს, ბათუმში, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T20:32+0400
2025-10-29T20:32+0400
2025-10-29T20:32+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/63/247416398_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_4f89401ee977535c89b3c4059e3ed6ab.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" 15 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის მატარებლის რეისი დაამატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დამატებითი რეისი, მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დაინიშნა. მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 8 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 15-ში – კანადას, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას შეხვდებიან. სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება – აშშ-სა და კანადას ქართველი მორაგბეები ბათუმში უმასპინძლებენ, ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. იაპონიასთან თამაში კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/63/247416398_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_5b007a5f8a30e4d2173ccc2a77ec04ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რკინიგზა, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რკინიგზა, სპორტი, ახალი ამბები
„საქართველოს რკინიგზამ" რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
„ბორჯღალოსნები“ 15 ნოემბერს, ბათუმში, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" 15 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის მატარებლის რეისი დაამატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დამატებითი რეისი, მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დაინიშნა.
ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი 15 ნოემბერს შესრულდება - თბილისიდან მატარებელი 00:40 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 06:17 საათზე იქნება, ბათუმიდან კი 18:55 საათზე გამოვა და თბილისში 00:15 საათზე იქნება.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 8 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 15-ში – კანადას, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას შეხვდებიან.
სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება – აშშ-სა და კანადას ქართველი მორაგბეები ბათუმში უმასპინძლებენ, ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. იაპონიასთან თამაში კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.