https://sputnik-georgia.com/20251029/papuashvili-pace-pasuxobs-295594575.html
შეპასუხება იმპულსების დონეზე: საქართველოში PACE-ს მწვავედ უპასუხეს
შეპასუხება იმპულსების დონეზე: საქართველოში PACE-ს მწვავედ უპასუხეს
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის... 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T18:54+0400
2025-10-29T18:54+0400
2025-10-29T18:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 29 оოქტომბერი — Sputnik. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ამ ფაქტის გასაჩივრება მექანიკური კრიტიკაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით.მათი აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა „ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება“.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით არ იქნება მოთხოვნილი „ლელოს“ პარტიიდან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა. სარჩელი ასევე არ შეიცავს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
შეპასუხება იმპულსების დონეზე: საქართველოში PACE-ს მწვავედ უპასუხეს
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.
თბილისი, 29 оოქტომბერი — Sputnik. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ამ ფაქტის გასაჩივრება მექანიკური კრიტიკაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით.
მათი აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა „ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება“.
„ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა, ან ამ ძირეული პრინციპის გაუაზრებლობაა, ან ამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია. „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.
ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით არ იქნება მოთხოვნილი „ლელოს“ პარტიიდან არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა. სარჩელი ასევე არ შეიცავს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.