https://sputnik-georgia.com/20251029/korupciis-winaagmdeg-brzolis-kanonshi-cvlilebebi-shedis-295584103.html
საპენსიო ფონდის საბჭოს წევრი საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობას ვერ დაიკავებს
საპენსიო ფონდის საბჭოს წევრი საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობას ვერ დაიკავებს
Sputnik საქართველო
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T11:29+0400
2025-10-29T11:29+0400
2025-10-29T11:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_9c9b9bec445ef4a1a11f6e358788ca40.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამასთან, საჯარო სამსახურში მმართველობითი-სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა თანამდებობრივ შეუთავსებლობად აღარ დაკვალიფიცირდება.შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.როგორც პარლამენტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში 2024 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას შეეხო. შედეგად, დღეს ფონდის მმართველობაში წარმოდგენილია მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისგან, აქედან რვა წევრი არის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ხოლო ერთი წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს. შესაბამისად, განსაზღვრულია ამ წევრის თანამდებობრივი სტატუსი. ასევე, მმართველობით საბჭოს უფლება მიენიჭა საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიოს საკუთარ წევრთაგან ერთ-ერთი.აქედან გამომდინარე, 1-ელი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც კოლიზია რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდეს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება, დასძინა მინისტრის მოადგილემ.პირველი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიცპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_3474031d437b1a27e123d567868daf2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საპენსიო ფონდის საბჭოს წევრი საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობას ვერ დაიკავებს
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საჯარო სამსახურში მმართველობითი-სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა თანამდებობრივ შეუთავსებლობად აღარ დაკვალიფიცირდება.
შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
როგორც პარლამენტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში 2024 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას შეეხო. შედეგად, დღეს ფონდის მმართველობაში წარმოდგენილია მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისგან, აქედან რვა წევრი არის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ხოლო ერთი წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს. შესაბამისად, განსაზღვრულია ამ წევრის თანამდებობრივი სტატუსი. ასევე, მმართველობით საბჭოს უფლება მიენიჭა საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიოს საკუთარ წევრთაგან ერთ-ერთი.
„აღნიშნული წესები გარკვეულწილად კოლიზიაში მოვიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც კრძალავს საჯარო მოსამსახურის მიერ ერთ საჯარო თანამდებობაზე მეტის დაკავებას, თუმცა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის უპირატესი ძალით სარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული კოლიზია მოგვარებულია პირველ ნოემბრამდე, ვიდრე ახალი ცვლილებები ამოქმედდება", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
აქედან გამომდინარე, 1-ელი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც კოლიზია რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდეს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება, დასძინა მინისტრის მოადგილემ.
პირველი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა.