https://sputnik-georgia.com/20251029/inprastruqturis-ministri-parlamentshi-mivida-295591156.html
რატომ შენდება საქართველოში გზები ნელა? ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი
რატომ შენდება საქართველოში გზები ნელა? ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
2025 წელს გზების რემონტისთვის და მშენებლობისთვის ხელისუფლებამ დაახლოებით 4.2 მილიარდი ლარი გამოყო. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T16:32+0400
2025-10-29T16:32+0400
2025-10-29T16:32+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_89ca1d83f9c4035f5d9dac13a04162e1.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამუშაოების მითითებულ ვადებში შეუსრულებლობა, პრობლემები პროექტებში, კადრების დეფიციტი და გზების მომსახურების დაბალი დონე საქართველოში გზების მშენებლობისას არსებული მთავარი გამოწვევებია, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში. სოხაძე კანონმდებლების წინაშე ინტერპელაციის ფორმატში გამოდის და მას მოუწევს უპასუხოს პარლამენტის წევრების 68 კითხვაზე, რომლებიც მისი სამინისტროს მუშაობას უკავშირდება. სოხაძის თქმით, ბიუჯეტის ფულით გზების მშენებლობისას მთავარი პრობლემა სამუშაოების დადგენილი ვადების შეუსრულებლობაა. „135 საბიუჯეტო პროექტიდან 122-ის შესრულება ერთხელ მაინც გადაიდო“, - განაცხადა სოხაძემ. მისი თქმით, საგზაო სამუშაოების ნელ ტემპში შესრულების მიზეზებია: კონტრაქტორი კომპანიების დატვირთულობა, როდესაც ერთი კომპანია ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობები, რაც ხშირად დამატებითი კორექტირების შეტანის მიზეზი ხდებოდა. მისი თქმით, გზების მშენებლობისას ისეთი პრობლემაც არსებობს, როგორიცაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ გზების მოვლა-პატრონობის პრობლემა. „გზების ეფექტურ მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება პროექტი, რომლიც ჩვენ განვახორციელეთ “, - აღნიშნა სოხაძემ. გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციების გაძლიერების თვალსაზრისით, რაც ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა. 2025 წელს გზების რემონტისა და მშენებლობისთვის დაახლოებით 4,2 მლრდ ლარი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_111:0:1932:1366_1920x0_80_0_0_352c1cfe97670c44938582ac15602c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რატომ შენდება საქართველოში გზები ნელა? ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი
2025 წელს გზების რემონტისთვის და მშენებლობისთვის ხელისუფლებამ დაახლოებით 4.2 მილიარდი ლარი გამოყო.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამუშაოების მითითებულ ვადებში შეუსრულებლობა, პრობლემები პროექტებში, კადრების დეფიციტი და გზების მომსახურების დაბალი დონე საქართველოში გზების მშენებლობისას არსებული მთავარი გამოწვევებია, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში.
სოხაძე კანონმდებლების წინაშე ინტერპელაციის ფორმატში გამოდის და მას მოუწევს უპასუხოს პარლამენტის წევრების 68 კითხვაზე, რომლებიც მისი სამინისტროს მუშაობას უკავშირდება.
სოხაძის თქმით, ბიუჯეტის ფულით გზების მშენებლობისას მთავარი პრობლემა სამუშაოების დადგენილი ვადების შეუსრულებლობაა. „135 საბიუჯეტო პროექტიდან 122-ის შესრულება ერთხელ მაინც გადაიდო“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, საგზაო სამუშაოების ნელ ტემპში შესრულების მიზეზებია: კონტრაქტორი კომპანიების დატვირთულობა, როდესაც ერთი კომპანია ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობები, რაც ხშირად დამატებითი კორექტირების შეტანის მიზეზი ხდებოდა.
„დაუსრულებელი პროექტი ხშირად ხდება შესრულები ვადების შეფერხების მიზეზი და შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დროს პროექტში უზუსტობის აღმოჩენა ხდება, უზუსტობა საჭიროებს გამოსწორებას, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს და პროექტის ჩაბარების ვადები იწელება“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, გზების მშენებლობისას ისეთი პრობლემაც არსებობს, როგორიცაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ გზების მოვლა-პატრონობის პრობლემა.
„გზების ეფექტურ მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება პროექტი, რომლიც ჩვენ განვახორციელეთ “, - აღნიშნა სოხაძემ.
გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციების გაძლიერების თვალსაზრისით, რაც ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა.
2025 წელს გზების რემონტისა და მშენებლობისთვის დაახლოებით 4,2 მლრდ ლარი გამოიყო.