თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Евгений Одиноковონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 29 ოქტომბერს კომპანია საბურთალოს რაიონში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 ოქტომბრის 21:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>>
კომპანია GWP მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0