https://sputnik-georgia.com/20251029/gaxarias-partiis-wevrebma-parlamentshi-praqcia-sheqmnes-295584255.html
გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს
გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს
Sputnik საქართველო
ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T12:32+0400
2025-10-29T12:32+0400
2025-10-29T12:32+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია სახელწოდებით - „საქართველოსთვის“ შექმნეს. გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების აღსრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგნენ. პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა და პარლამენტის მიერ პარტიის 12 წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. თუმცა, მათგან ერთმა - რუსუდან თევზაძემ 27 ოქტომბერს უარი განაცხადა დეპუტატის მანდატზე და პარტია დატოვა. ახლადშექმნილ ფრაქციას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მისი რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნეს, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. აქედან გამომდინარე, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რაც შეეხება პარტიის ლიდერს, გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს
ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია სახელწოდებით - „საქართველოსთვის“ შექმნეს.
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების აღსრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგნენ. პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა და პარლამენტის მიერ პარტიის 12 წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. თუმცა, მათგან ერთმა - რუსუდან თევზაძემ 27 ოქტომბერს უარი განაცხადა დეპუტატის მანდატზე და პარტია დატოვა.
ახლადშექმნილ ფრაქციას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მისი რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნეს, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. აქედან გამომდინარე, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
რაც შეეხება პარტიის ლიდერს, გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.