https://sputnik-georgia.com/20251029/dorote-winamzgolobidan-gaatavisuples-295595976.html
ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
Sputnik საქართველო
არქიმანდრიტი დოროთე აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ბოლო დროს სასულიერო პირების კრიტიკით გამოდის. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T20:45+0400
2025-10-29T20:45+0400
2025-10-29T20:45+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e8d3070d740328d01c04db8d435b544f.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.არქიმანდრიტის თანამდებობიდან გადაყენების რეკომენდაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ გასცა.არქიმანდრიტი დოროთე აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ბოლო დროს სასულიერო პირების კრიტიკით გამოდის. მისი თქმით, სასულიერო პირები „მოქმედი მთავრობის დანართად იქცნენ“.კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკანდალი - დოროთე მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე დაიბარეს, სადაც მას სასულიერო პირებთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობა ექნებოდა, თუმცა, ის არ არ გამოცხადდა და შემდეგ კი კომისიის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება მოითხოვა.უფრო მეტიც, მისი განცხადებით კომისიის წევრები „ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და არ ემსახურებიან რწმენას".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2feb2a7fd09d2a2eaadde52ac59aa0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
არქიმანდრიტი დოროთე აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ბოლო დროს სასულიერო პირების კრიტიკით გამოდის.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.
არქიმანდრიტის თანამდებობიდან გადაყენების რეკომენდაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ გასცა.
„ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები", - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
არქიმანდრიტი დოროთე აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ბოლო დროს სასულიერო პირების კრიტიკით გამოდის. მისი თქმით, სასულიერო პირები „მოქმედი მთავრობის დანართად იქცნენ“.
კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკანდალი - დოროთე მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე დაიბარეს, სადაც მას სასულიერო პირებთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობა ექნებოდა, თუმცა, ის არ არ გამოცხადდა და შემდეგ კი კომისიის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება მოითხოვა.
უფრო მეტიც, მისი განცხადებით კომისიის წევრები „ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და არ ემსახურებიან რწმენას".