https://sputnik-georgia.com/20251029/bochorishvili-uzbeketis-sagareo-saqmeta-ministrs-shexvda-295595064.html
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T19:22+0400
2025-10-29T19:22+0400
2025-10-29T19:22+0400
საქართველო
უზბეკეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295593521_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_609ba1b802fb10dd33412ca3be309eae.jpg
თბილისი, 29 оოქტომბერი — Sputnik. ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იყო  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და მის უზბეკ კოლეგა ბახტიორ საიდოვს შორის სამარყანდში გამართული შეხვედრის მთავარი თემა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და იუნესკოს ხელმძღვანელ პირებთან.უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ისაუბრეს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლსა და „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებზე.შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საქართველო- უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა და ასევე, საქართველოში უზბეკი ვიზიტორების რაოდენობა.საქართველო და უზბეკეთისაქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 31 წლის განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.2024 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 242,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 40,6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295593521_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_cc774f184825607481c66a6346c4c70f.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 
თბილისი, 29 оოქტომბერი — Sputnik. ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იყო  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და მის უზბეკ კოლეგა ბახტიორ საიდოვს შორის სამარყანდში გამართული შეხვედრის მთავარი თემა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და იუნესკოს ხელმძღვანელ პირებთან.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. 
მინისტრებმა ისაუბრეს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლსა და „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საქართველო- უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა და ასევე, საქართველოში უზბეკი ვიზიტორების რაოდენობა.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 31 წლის განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.
2024 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 242,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 40,6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.