https://sputnik-georgia.com/20251029/anakliis-portamde-misasvleli-gzis-mshenebloba-2026-wlidan-daiwyeba-295595264.html
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება
Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T21:00+0400
2025-10-29T21:00+0400
2025-10-29T21:00+0400
საქართველო
ანაკლია
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23333/80/233338036_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_47dd45499f7139ed2900b1472a0859b2.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისკენ მიმავალი 17-კილომეტრიანი ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ანაკლიის პორტამდე გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა. საქართველოს მთავრობამ ასევე დაავალა „საქართველოს რკინიგზას“ პორტამდე რკინიგზის ხაზის მშენებლობა და ფინანსთა სამინისტროსთვის ამ პროექტისთვის საჭირო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.კერძოდ, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე, ხოლო 45 მილიონი ლარი — მისასვლელი გზის მშენებლობაზე. გზის მშენებლობის დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი, რისთვისაც დამატებით 125 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.ანაკლიის პორტის მშენებლობაღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება. ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23333/80/233338036_81:0:1414:1000_1920x0_80_0_0_dec79f0db9da287e3155844acd32509c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება
ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისკენ მიმავალი 17-კილომეტრიანი ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ანაკლიის პორტამდე გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა. საქართველოს მთავრობამ ასევე დაავალა „საქართველოს რკინიგზას“ პორტამდე რკინიგზის ხაზის მშენებლობა და ფინანსთა სამინისტროსთვის ამ პროექტისთვის საჭირო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
„დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის სამუშაოები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან, რომ მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები იყოს თანხვედრაში და ასე ვთქვათ, ერთობლივად აქტიურად ვიმუშაოთ, რომ იმ პერიოდის დროს, როდესაც დაგეგმილია პორტის ამუშავება, საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყოს ამისთვის მზად,"- განაცხადა სოხაძემ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
კერძოდ, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე, ხოლო 45 მილიონი ლარი — მისასვლელი გზის მშენებლობაზე. გზის მშენებლობის დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი, რისთვისაც დამატებით 125 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.