https://sputnik-georgia.com/20251029/---5000----295590651.html
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
Sputnik საქართველო
დანაშაული ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T20:00+0400
2025-10-29T20:00+0400
2025-10-29T20:00+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პედაგოგ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეს, აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალად ედება მანდატურის თანამშრომელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა. იგი 20 ივნისს დააკავეს. ჩადენილი დანაშაულისთვის დათაშვილს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5 ათასი ლარი დაასახელა, გადახდის ვადად კი – 30 დღე. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა კლინიკა „ვივამედიდან“. როგორც სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატიმროში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
დანაშაული ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პედაგოგ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეს, აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალად ედება მანდატურის თანამშრომელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა. იგი 20 ივნისს დააკავეს. ჩადენილი დანაშაულისთვის დათაშვილს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5 ათასი ლარი დაასახელა, გადახდის ვადად კი – 30 დღე. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა კლინიკა „ვივამედიდან“.
როგორც სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
„ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და ორი ოპერაცია მჭირდება",- განაცხადა ნინო დათაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატიმროში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.