https://sputnik-georgia.com/20251028/varketilshi-10sartuliani-korpusi-ashendeba-295563008.html
ავარიული სახლების ჩანაცვლება: ვარკეთილში 10-სართულიანი კორპუსი აშენდება
ავარიული სახლების ჩანაცვლება: ვარკეთილში 10-სართულიანი კორპუსი აშენდება
Sputnik საქართველო
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T17:00+0400
2025-10-28T17:00+0400
2025-10-28T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264435319_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_476a59dae960ba33d23ac3725c1a91d0.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლება იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიცილაპიტეტის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია. კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც მოსახლეობა გარემონტებული ფართებით დაკმაყოფილდება. აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264435319_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_1c9341d2410849e39c7ce645ed541d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ავარიული სახლების ჩანაცვლება: ვარკეთილში 10-სართულიანი კორპუსი აშენდება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლება იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიცილაპიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც მოსახლეობა გარემონტებული ფართებით დაკმაყოფილდება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.