https://sputnik-georgia.com/20251028/tbilisis-mtavrobis-wevrebs-uflebamosileba-uwkdebat-295564666.html
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ
Sputnik საქართველო
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან. 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T19:49+0400
2025-10-28T19:49+0400
2025-10-28T19:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ხვალიდან, 29 ოქტომბრიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მესამე ვადით აირჩია - მისი მერობის მესამე ვადა სტარტს ოფიციალურად 29 ოქტომბერს აიღებს. დღევანდელ სხდომაზე კალაძემ მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბევრი გაკეთებული საქმის მიუხედავად, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს. თბილისის მერის არჩევნებში 324.798 ამომრჩეველი მონაწილეობდა - კალაძეს 215,363-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, შესაბამისად, მან მოპოვებული ხმების 71,677%-ით გამარჯვება პირველივე ტურში იზეიმა. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ სათათბირო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს. კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ხვალიდან, 29 ოქტომბრიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მესამე ვადით აირჩია - მისი მერობის მესამე ვადა სტარტს ოფიციალურად 29 ოქტომბერს აიღებს.
დღევანდელ სხდომაზე კალაძემ მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
„2021 წელს მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა, ოთხწლიანი პერიოდი ხვალ იწურება. პარასკევს, 31 ოქტომბერს საკრებულოში კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება. ალბათ ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლებში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბევრი გაკეთებული საქმის მიუხედავად, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება.
„მზად ვართ, თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თბილისელებს, განვახორციელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მომდევნო ოთხი წელი განსაკუთრებული იქნება, გაგრძელდება შრომა იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.
თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს.
თბილისის მერის არჩევნებში 324.798 ამომრჩეველი მონაწილეობდა - კალაძეს 215,363-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, შესაბამისად, მან მოპოვებული ხმების 71,677%-ით გამარჯვება პირველივე ტურში იზეიმა.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ სათათბირო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან.