https://sputnik-georgia.com/20251028/qartuli-ocneba-3-partiis-akrzalvas-itxovs-295567307.html
რომელი პარტიების აკრძალვას ითხოვს „ქართული ოცნება": სია ცნობილია
რომელი პარტიების აკრძალვას ითხოვს „ქართული ოცნება": სია ცნობილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, განაცხადა... 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T15:51+0400
2025-10-28T15:51+0400
2025-10-28T18:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_903a54c01a00dbb462382eec45c80c60.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადასტურების შემდეგ შევა და მის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.პარტიების აკრძალვის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი ითვალისწინებს 3 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას:საკონსტიტუციო სარჩელი ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკურიჯგუფების - „ხალხის ძალის" და „ევროპელი სოციალისტების" წევრებმა ერთობლივად მოამზადეს.როგორც მან აღნიშნა, ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას შემდეგი გარემოებები ადასტურებს: ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს 59 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, რომლებიც საკრებულოში პარტია „ლელოს" სიით შევიდნენ.„ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები", - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, სარჩელი ასევე არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.პარლამენტის სპიკერმა ასევე დაასახელა რამდენიმე პარტია, როგორიცაა „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „რესპუბლიკური პარტია“, თუმცა აღნიშნა, რომ მათი სიდიდისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გათვალისწინებით, ისინი ვერ შეძლებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და შესაბამისად, მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი აქტუალური არ არის.„მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ქართული ოპოზიცია საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ტრადიციონალისტები“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს. ცალკე უნდა აღინიშნოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პარტიები, როგორიცაა „საქართველოსთვის“ და „ხალხისთვის“. გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა - „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები შეუერთდნენ. უკანასკნელი ორი ოპოზიციური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისამთავრბო საპროტესტო აქციებს. თავის მხრივ, მთავრობა საპროტესტო მოძრაობებს „საბოტაჟის“ ან „რევოლუციის“ მცდელობად მიიჩნევს. როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი: საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს. ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_df729b6769f304de64357ae6c618f4a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადასტურების შემდეგ შევა და მის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების აკრძალვის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.
პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი ითვალისწინებს 3 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას:
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის - „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.“
საკონსტიტუციო სარჩელი ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკურიჯგუფების - „ხალხის ძალის" და „ევროპელი სოციალისტების" წევრებმა ერთობლივად მოამზადეს.
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას შემდეგი გარემოებები ადასტურებს: ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს 59 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, რომლებიც საკრებულოში პარტია „ლელოს" სიით შევიდნენ.
„ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სარჩელი ასევე არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.
„როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ასევე დაასახელა რამდენიმე პარტია, როგორიცაა „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „რესპუბლიკური პარტია“, თუმცა აღნიშნა, რომ მათი სიდიდისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გათვალისწინებით, ისინი ვერ შეძლებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და შესაბამისად, მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი აქტუალური არ არის.
„მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ტრადიციონალისტები“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პარტიები, როგორიცაა „საქართველოსთვის“ და „ხალხისთვის“.
გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა - „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
უკანასკნელი ორი ოპოზიციური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისამთავრბო საპროტესტო აქციებს. თავის მხრივ, მთავრობა საპროტესტო მოძრაობებს „საბოტაჟის“ ან „რევოლუციის“ მცდელობად მიიჩნევს.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს.
ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.