https://sputnik-georgia.com/20251028/kobaxidze-parlamentshi-daibares-295566328.html
პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს
პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს
Sputnik საქართველო
კობახიძე განათლების რეფორმის შესახებ კითხვებს უპასუხებს. 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T16:19+0400
2025-10-28T16:19+0400
2025-10-28T16:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:573:1006:1139_1920x0_80_0_0_001b18132d203d583c86fea58bccf807.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს ნოემბრის ბოლო კვირაში უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დაიბარა - კითხვები განათლების რეფორმას შეეხება.პრემიერ-მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.განათლების რეფორმასაქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:551:1006:1306_1920x0_80_0_0_dbd01aae2981fdaad311be0602c1c7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს
კობახიძე განათლების რეფორმის შესახებ კითხვებს უპასუხებს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს ნოემბრის ბოლო კვირაში უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დაიბარა - კითხვები განათლების რეფორმას შეეხება.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.
რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.
ძირითად ინიციატივებს შორისაა - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რეფორმა, დაფინანსების პროგრამის ცვლილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელების მიღების შეზღუდვა.