https://sputnik-georgia.com/20251028/gaxarias-partia-parlamentshi-shevida-295566082.html
პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ გახარიას პარტიის წევრები შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას
პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ გახარიას პარტიის წევრები შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას
Sputnik საქართველო
გახარიას პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში“. 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T15:00+0400
2025-10-28T15:00+0400
2025-10-28T15:00+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დღეიდან დაიწყეს. პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა, შესაბამისად მე-11 მოწვევის პარლამენტში პარტია 12 წევრით იქნება წარმოდგენილი.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნეს, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. აქედან გამომდინარე, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რაც შეეხება პარტიის ლიდერს, გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ გახარიას პარტიის წევრები შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას
გახარიას პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში“.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დღეიდან დაიწყეს. პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა, შესაბამისად მე-11 მოწვევის პარლამენტში პარტია 12 წევრით იქნება წარმოდგენილი.
„მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთ წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავად მოუსპეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს პარლამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი.
„2016 წელს იყო მცდელობა არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს მოუწია ყველას არჩევნების, ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შესრულება. 2020 წელს ვნახეთ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ერთი წელი დასჭირდა ზოგიერთს, ზოგს – ნახევარი წელი, რათა გაეაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნეს, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. აქედან გამომდინარე, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
რაც შეეხება პარტიის ლიდერს, გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.