https://sputnik-georgia.com/20251027/taglitobis-braldebit-4-piri-daakaves-295554646.html
პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს პროკურატურა მოქალაქეების კუთვნილი ჯამში სამ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება. 27.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-27T19:00+0400
2025-10-27T19:00+0400
2025-10-27T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც 3 მილიონ ლარამდე ოდენობის თაღლითობას უკავშირდება, ოთხი პირი დააკავეს, განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.კიდევ ერთ ეჭვმიტანილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ყველა ფიგურანტს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024-2025 წლებში ტურისტული კომპანია Smile Travel Georgia-ს წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მლნ ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს.ამასთან, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებული „ზეკარის წყაროების” წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა, რომელიც ოჯახის წევრზე გადააფორმა. შედეგად, კომპანიის მფლობელებმა 1,5 მლნ ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს დაახლოებით 163 ათასი ლარის ზარალი მიადგათ.სამმართველოს მიერ გამოძიებული კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ ფიქტიური ხელშეკრულება დადო, თუმცა, ვალდებულებები არ შეასრულა და თაღლითური გზით დაზარალებულისგან 123 ათასი ლარი მიითვისა.სამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლით წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
დაკავებულებს პროკურატურა მოქალაქეების კუთვნილი ჯამში სამ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც 3 მილიონ ლარამდე ოდენობის თაღლითობას უკავშირდება, ოთხი პირი დააკავეს, განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
კიდევ ერთ ეჭვმიტანილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ყველა ფიგურანტს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024-2025 წლებში ტურისტული კომპანია Smile Travel Georgia-ს წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მლნ ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
ამასთან, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებული „ზეკარის წყაროების” წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა, რომელიც ოჯახის წევრზე გადააფორმა. შედეგად, კომპანიის მფლობელებმა 1,5 მლნ ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს დაახლოებით 163 ათასი ლარის ზარალი მიადგათ.
სამმართველოს მიერ გამოძიებული კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ ფიქტიური ხელშეკრულება დადო, თუმცა, ვალდებულებები არ შეასრულა და თაღლითური გზით დაზარალებულისგან 123 ათასი ლარი მიითვისა.
სამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლით წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.