მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსულმა ძალებმა სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalcevskyსამხედრო მოსამსახურე
სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2025
გამოწერა
Населенные пункты взяты под контроль подразделениями группировки войск "Восток"
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვონიკოლაევკასა და პრივოლნოეზე, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ეგოროვკაზე კონტროლი დაამყარეს, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასახლებული პუნქტები სამხედრო დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ დანაყოფების კონტროლქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ძალები სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის დრონების გამოყენებით რეგულარულად ბომბავენ და თავს ესხმიან რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რეგიონებს, კერძოდ, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და ვორონეჟის ოლქებს.
რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ოპერაციის მიზნად იმ ადამიანების დაცვა დაასახელა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მიერ ძალადობისა და გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ“. ამისათვის, მისი თქმით, იგეგმება „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ განხორციელება და დონბასის მოქალაქეების წინააღმდეგ „სისხლიანი დანაშაულებისთვის“ პასუხისმგებელი ყველა სამხედრო დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0