პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2025
გამოწერა
უწყება გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ საგამოძიებო უწყებას განცხადებით 17 ოქტომბერს მიმართა.
„პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
უწყება გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0