https://sputnik-georgia.com/20251027/papuashvili-saqartvelo-monawileobas-ar-miigebs-parsshi-295555550.html
საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ამ ფარსში: პაპუაშვილი ევრონესტზე
საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ამ ფარსში: პაპუაშვილი ევრონესტზე
Sputnik საქართველო
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საპარლამენტო ასამბლეის (Euronest) მე-12 პლენარული სესია, ასევე ბიუროსა და კომიტეტის სხდომები, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში 28-30... 27.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-27T21:00+0400
2025-10-27T21:00+0400
2025-10-27T21:00+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ის ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია სამხრეთ კავკასიაში იმართება, აზერბაიჯანი და საქართველო კი მასში არ მონაწილეობენ, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც რიგზე არ არის და შესაბამისად, ქართული დელეგაცია მას არ დაესწრება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.მისი თქმით, ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა.რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „დროას“ პარტიის წევრები.„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველანი არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული", - განაცხადა პაპუაშვილმა. პოლიტიკოსის თქმით, ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, კერძოდ, რასა იუკნევიჩიენე და მისი „მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია". ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.ამ ეტაპზე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ, საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ასეული წარმომადგენლის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ამ ფარსში: პაპუაშვილი ევრონესტზე
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საპარლამენტო ასამბლეის (Euronest) მე-12 პლენარული სესია, ასევე ბიუროსა და კომიტეტის სხდომები, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ის ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია სამხრეთ კავკასიაში იმართება, აზერბაიჯანი და საქართველო კი მასში არ მონაწილეობენ, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც რიგზე არ არის და შესაბამისად, ქართული დელეგაცია მას არ დაესწრება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ის ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მასში მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა.
რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „დროას“ პარტიის წევრები.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველანი არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, კერძოდ, რასა იუკნევიჩიენე და მისი „მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია".
„მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან „ნახევრად ღმერთი" არის მიხეილ სააკაშვილი, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ამ ეტაპზე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ, საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ასეული წარმომადგენლის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესეს.