https://sputnik-georgia.com/20251027/municipaluri-ganvitarebis-pondis-kopili-uprosi-daakaves-295557792.html
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი დააკავეს
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე... 27.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-27T21:35+0400
2025-10-27T21:35+0400
2025-10-27T21:35+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებული იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან - მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9.365,801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11.218,380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9.365,801 ლარს.გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებული იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან - მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9.365,801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.
დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11.218,380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9.365,801 ლარს.
გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.