კახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© Facebook / Ministry of Agriculture of Georgiaზეთისხილი
ზეთისხილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2025
გამოწერა
საწარმო აღჭურვილია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში ზეთისხილის ახალი გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საწარმო აღჭურვილია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით.
სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარგის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების სტიმულირების მიმართულებით.
„ზეთისხილის კულტურა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას და დამატებით სამუშაო ადგილებს. ახალი საწარმოს შესაძლებლობები არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც განაპირობებს", - განაცხადა სონღულაშვილმა.
საწარმო სეზონურად 150-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობით შეივსება. ქარხნის მუშაობა ხელს შეუწყობს ფერმერების ზეთისხილის მოსავლის რეალიზაციას და ქართული აგროწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ აღნიშნა, საწარმო მოსავალს არა მხოლოდ საკუთარი ბაღებიდან, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებისგანაც ჩაიბარებს.
„ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ", - განაცხადა სვანიძემ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ზეთისხილის ბაღები ქვეყნის მასშტაბით 3,208 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, რომლის თანადაფინანსების თანხა დაახლეობით 22 მილიონი ლარია.
გარდა ამისა, ზეთისხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 27 სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0