წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს

© Sputnik / Denis Aslanovსამხედრო სწავლება
სამხედრო სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელების სწავლება გაიმართა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელებმა სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში წვევამდელები სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება წარმატებით შეასრულეს.
უწყების ცნობით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები აღმოსავლეთ სარდლობის შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ. საბრძოლო ქვედანაყოფში მათ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებენ.
2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. უწყება წვევამდელებს ახალ პირობებს, მათთვის ხელსაყრელ გაწვევის ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს სთავაზობს.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ყველა ახალი ამბავი
0