https://sputnik-georgia.com/20251026/qartuli-delegacia-porumis-organizatorebs-madlobas-uxdis-295546110.html
ინკლუზიურობას არ აქვს საზღვრები: ქართული დელეგაცია ფორუმის ორგანიზატორებს მადლობას უხდის
ინკლუზიურობას არ აქვს საზღვრები: ქართული დელეგაცია ფორუმის ორგანიზატორებს მადლობას უხდის
Sputnik საქართველო
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ფორუმი არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ მეგობრობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის ზეიმი გახდა. 26.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-26T19:39+0400
2025-10-26T19:39+0400
2025-10-26T19:39+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24770/20/247702035_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_f5f51d5fdfedb73d08e62a9d5a3b7f5c.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ინკლუზიურობას არ აქვს საზღვრები, ეროვნება და პოლიტიკური ბარიერები - სწორედ ეს აჩვენეს კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო ინკლუზიური ფორუმის (IIFIC) მონაწილეებმა, განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თინათინ გოცაძემ.კრეატიული ინდუსტრიების ფორუმი მოსკოვში 25-დან 29 სექტემბრის პერიოდში გაიმართა. ღონისძიებას რუსეთის 50 რეგიონიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან - ბელარუსიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან - ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორი იყო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზია“ - საქველმოქმედო ფონდ „ოჯახის დახმარებისა“ და ბავშვთა ინკლუზიური თეატრალური სტუდია „ალისას სიზმრების“ მხარდაჭერით. ფორუმის მხატვრული ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი გახდა რუსეთის დამსახურებული არტისტი ჟასმინი.მისი თქმით, სირთულეებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა ქვეყანა, წარმოაჩინა თავისი ნიჭი და აღაფრთოვანა მაყურებელი. ქართულმა ცეკვამ „დაისი“ განსაკუთრებით თბილი გამოხმაურება დაიმსახურა, რასაც მაყურებლისგან ოვაციები მოჰყვა.საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ფორუმი არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ მეგობრობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის ზეიმი გახდა.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაიგეგმა შემოქმედებითი შეხვედრები და მასტერ-კლასები რვა სფეროში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია, ციფრული კულტურა, საცირკო ხელოვნება, ასევე ადაპტირებული ექსკურსიები და ტურები მოსკოვში, საინტერესო წარმოდგენები და დადგმები.ფორუმის მთავარი მიზანია შემოქმედებითი კოლექტივების და სპეციალისტების გაერთიანება, ევრაზიის ქვეყნების ერთიანი, ინკლუზიური კულტურული სივრცის შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24770/20/247702035_166:0:2897:2048_1920x0_80_0_0_487e39ca5872936e6ed29ced881cb266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
ინკლუზიურობას არ აქვს საზღვრები: ქართული დელეგაცია ფორუმის ორგანიზატორებს მადლობას უხდის
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ფორუმი არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ მეგობრობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის ზეიმი გახდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ინკლუზიურობას არ აქვს საზღვრები, ეროვნება და პოლიტიკური ბარიერები - სწორედ ეს აჩვენეს კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო ინკლუზიური ფორუმის (IIFIC) მონაწილეებმა, განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თინათინ გოცაძემ.
კრეატიული ინდუსტრიების ფორუმი მოსკოვში 25-დან 29 სექტემბრის პერიოდში გაიმართა. ღონისძიებას რუსეთის 50 რეგიონიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან - ბელარუსიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან - ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორი იყო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზია“ - საქველმოქმედო ფონდ „ოჯახის დახმარებისა“ და ბავშვთა ინკლუზიური თეატრალური სტუდია „ალისას სიზმრების“ მხარდაჭერით. ფორუმის მხატვრული ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი გახდა რუსეთის დამსახურებული არტისტი ჟასმინი.
„ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. ინკლუზიურობა არის სფერო, რომელმაც არ იცის ეროვნება და რელიგია, რომელთანაც დაკავშირებული არ არის სახელმწიფო საზღვრებისა და სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკის საკითხები! მადლობას ვუხდით ჩვენს რუს მეგობრებსა და ორგანიზატორებს ამ უნიკალური ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა გოცაძემ.
მისი თქმით, სირთულეებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა ქვეყანა, წარმოაჩინა თავისი ნიჭი და აღაფრთოვანა მაყურებელი. ქართულმა ცეკვამ „დაისი“ განსაკუთრებით თბილი გამოხმაურება დაიმსახურა, რასაც მაყურებლისგან ოვაციები მოჰყვა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ფორუმი არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ მეგობრობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის ზეიმი გახდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაიგეგმა შემოქმედებითი შეხვედრები და მასტერ-კლასები რვა სფეროში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია, ციფრული კულტურა, საცირკო ხელოვნება, ასევე ადაპტირებული ექსკურსიები და ტურები მოსკოვში, საინტერესო წარმოდგენები და დადგმები.
ფორუმის მთავარი მიზანია შემოქმედებითი კოლექტივების და სპეციალისტების გაერთიანება, ევრაზიის ქვეყნების ერთიანი, ინკლუზიური კულტურული სივრცის შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.