მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა დასრულდა

© Ministry of Defence (Russia) / გადასვლა მედიაბანკშირაკეტა „ბურევესტნიკის" გამოცდა
რაკეტა „ბურევესტნიკის გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
„ბურევესტნიკის“ გამოცდის დროს რაკეტამ 14 ათასი კილომეტრი იფრინა, თუმცა ეს მისი მაქსიმალური ზღვარი არ არის
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა დასრულდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" უნიკალური იარაღიაა, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
როგორც მან განაცხადა, რაკეტის გამოცდის ძირითადი მიზნები მიღწეულია.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პუტინს აცნობა, რომ 21 ოქტომბერს „ბურევესტნიკის“ გამოცდის დროს რაკეტამ 14 ათასი კილომეტრი დაძლია, რაც მისი მაქსიმალური დიაპაზონი არ არის. მისი თქმით, „ბურევესტნიკმა“ სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის თავის არიდების უნარი აჩვენა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ რაკეტის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა მისი მახასიათებლები მის წარმატებულ გამოყენებას ადასტურებს. ამასთან, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება აღნიშნული ბირთვული იარაღი.
პუტინმა ბრძანება გასცა, განისაზღვროს „ბურევესტნიკის“ გამოყენების შესაძლო გზები და დაიწყოს რაკეტის განლაგებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის ბირთვულმა ფარმა დაამტკიცა თავისი საიმედოობა და რომ რუსეთის ბირთვული ძალები მსოფლიოში უმაღლეს დონეზეა.
ყველა ახალი ამბავი
0