https://sputnik-georgia.com/20251025/trampi-mjera-rom-moskovs-ukrainasi-msvidobis-mirweva-surs-295532499.html
ტრამპი: მჯერა რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის მიღწევა სურს
ტრამპი: მჯერა რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის მიღწევა სურს
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა მოსკოვისთვის მის მიერ დაწესებულ სანქციებს „ძალიან მკაცრი“ უწოდა. ის თვლის, რომ ისინი შედეგის მომტანი იქნება 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T16:31+0400
2025-10-25T16:31+0400
2025-10-25T16:31+0400
აშშ
დონალდ ტრამპი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294560106_0:100:3072:1828_1920x0_80_0_0_1cef1efed9c283ca463422f2dbe3d07e.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა რუსეთის ფედერაციის სურვილის, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უწოდა მოსკოვის წინააღმდეგ მის მიერ დაწესებულ სანქციებს „ძალიან ძლიერი“. ის თვლის, რომ ისინი შედეგს გამოიღებენ.შაბათს, პირდაპირი ინვედსტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა ამერიკულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს რამდენიმე ელემენტს, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებს, უკრაინის ნეიტრალიტეტს და უსაფრთხოების გარანტიებს. მან გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გაიმართება, თუმცა, სავარაუდოდ, მოგვიანებით.ამასობაში, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა რუსეთის ლიდერთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ, რომელზეც ისინი გასულ კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. მან თქვა, რომ მის ჩატარებას მომავალში გეგმავს. პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ რთულია ისეთი რამის ჩაშლა, რაზეც კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, რადგან ვადები არავის დაუსახელებია.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294560106_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e1b1ef44e67df4c3d9622a657a89b7e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ , დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ტრამპი: მჯერა რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის მიღწევა სურს
დონალდ ტრამპმა მოსკოვისთვის მის მიერ დაწესებულ სანქციებს „ძალიან მკაცრი“ უწოდა. ის თვლის, რომ ისინი შედეგის მომტანი იქნება
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა რუსეთის ფედერაციის სურვილის, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში.
„ვნახოთ, ვფიქრობ, მას (პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს - რედ.) სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა მან აზიაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, აუდიოტრანსლაცია თეთრ სახლს მიჰყავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უწოდა მოსკოვის წინააღმდეგ მის მიერ დაწესებულ სანქციებს „ძალიან ძლიერი“. ის თვლის, რომ ისინი შედეგს გამოიღებენ.
შაბათს, პირდაპირი ინვედსტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა ამერიკულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს რამდენიმე ელემენტს, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებს, უკრაინის ნეიტრალიტეტს და უსაფრთხოების გარანტიებს. მან გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გაიმართება, თუმცა, სავარაუდოდ, მოგვიანებით.
ამასობაში, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა რუსეთის ლიდერთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ, რომელზეც ისინი გასულ კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. მან თქვა, რომ მის ჩატარებას მომავალში გეგმავს. პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ რთულია ისეთი რამის ჩაშლა, რაზეც კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, რადგან ვადები არავის დაუსახელებია.