https://sputnik-georgia.com/20251025/saxalxo-damcvelis-rwmunebulebma-aqciebze-dakavebuli-32-piri-moinaxules-295533385.html
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თითოეულ შემთხვევაზე სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T19:09+0400
2025-10-25T19:09+0400
2025-10-25T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275881284_0:302:3078:2033_1920x0_80_0_0_d344a4df3164ea70ebebc1f472c11b37.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. სახალხო დამცველი მოსახლეობას მიმართავს, უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე -1481. ბოლო დღეებში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ათობით პირი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა. შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე; ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე; იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე; მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე; ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე; არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275881284_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_cf05c0d8522ba8d8cdeef9b3791eade0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს
უწყების ცნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თითოეულ შემთხვევაზე სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
სახალხო დამცველი მოსახლეობას მიმართავს, უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე -1481.
ბოლო დღეებში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ათობით პირი დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.