https://sputnik-georgia.com/20251025/momaval-wlis-rtvelze-mevenaxeebs-yurznis-dakrefis-nebartva-daswirdebat-295531410.html
მომავალ წლის რთველზე მევენახეებს „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“ დასჭირდებათ
მომავალ წლის რთველზე მევენახეებს „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“ დასჭირდებათ
Sputnik საქართველო
უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T12:20+0400
2025-10-25T12:20+0400
2025-10-25T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289660088_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_da5d6980628b0b235de809877706b91c.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტო საორგანიზაციო გაუმჯობესებისთვის 2026 წლის რთველის დროს მევენახეებისთვის „ყურძნის დაკრეფის ნებართვის“ დანერგვას აპირებს, განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.მისი ინფორმაციით, 2025 წლის რთველის გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო სწორედ კლიმატური პირობებით.მისი თქმით, უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას.„ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობა და სიმძლავრეები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 331,5 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდია.ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21,2 ათასმა მევენახე ფერმერმა დააბინავა.2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289660088_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e11eed96be4a756ff95f5e8c5becdd4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
მომავალ წლის რთველზე მევენახეებს „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“ დასჭირდებათ
უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტო საორგანიზაციო გაუმჯობესებისთვის 2026 წლის რთველის დროს მევენახეებისთვის „ყურძნის დაკრეფის ნებართვის“ დანერგვას აპირებს, განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის რთველის გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო სწორედ კლიმატური პირობებით.
მისი თქმით, უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას.
„ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობა და სიმძლავრეები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 331,5 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდია.
ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21,2 ათასმა მევენახე ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.