https://sputnik-georgia.com/20251025/mixeil-yavelasvili-msoflios-etnosportis-konfederaciis-prezidents-sexvda-295540002.html
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
Sputnik საქართველო
2018 წელს ის როგორც ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა. 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T22:05+0400
2025-10-25T22:05+0400
2025-10-25T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სპორტი
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:491:1200:1166_1920x0_80_0_0_ca87e25c6d2c18abcbf9621e58a4e0ef.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, ბილალ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.ბილალ ერდოღანი საქართველოში სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ის ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ტრადიციული სპორტული სახეობების განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორიის საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, 2018 წელს ის როგორც ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:378:1200:1278_1920x0_80_0_0_a61c7cbfbbddf1ed15e80423337876a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
2018 წელს ის როგორც ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, ბილალ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბილალ ერდოღანი საქართველოში სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ის ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ტრადიციული სპორტული სახეობების განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.
ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორიის საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, 2018 წელს ის როგორც ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა.