https://sputnik-georgia.com/20251025/azerbijanis-usafrtxoebis-samsaxuris-ufrosis-viziti-saqartvelosi-ra-ganixiles-mxareebma-295539050.html
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი საქართველოში: რა განიხილეს მხარეებმა
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი საქართველოში: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს... 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T20:22+0400
2025-10-25T20:22+0400
2025-10-25T20:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/19/295533995_0:16:2048:1168_1920x0_80_0_0_140d47e0ee24dba71d6879aea4f14eab.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში - ეს და სხვა საკითხები იყო სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ალი ნაგიევის შეხვედრის მთავარი თემა, იუწყება სუსის პრესსამსახური.შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას უსაფრთხოების სფეროში. ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას.აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/19/295533995_235:0:1814:1184_1920x0_80_0_0_67b12b5f7707180734dde727de65fcaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი საქართველოში: რა განიხილეს მხარეებმა
ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, აღნიშნეს მხარეებმა
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში - ეს და სხვა საკითხები იყო სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ალი ნაგიევის შეხვედრის მთავარი თემა, იუწყება სუსის პრესსამსახური.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას უსაფრთხოების სფეროში. ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.