https://sputnik-georgia.com/20251025/arabuli-miliardebi-saqartvelostvis-ra-pirobebze-setanxmdnen-mxareebi-295529903.html
არაბული მილიარდები საქართველოსთვის: რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები
არაბული მილიარდები საქართველოსთვის: რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები
Sputnik საქართველო
სახელმწიფო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T10:55+0400
2025-10-25T10:55+0400
2025-10-25T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საუდის არაბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/18/295526102_0:36:1600:936_1920x0_80_0_0_9dde2be93d244ac9cb7b77e36838c93c.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, ასევე საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც “იგლ ჰილსი” თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა. ხელმოწერა „აბრეშუმის გზის“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.ამ თანხებით კომპანია თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/18/295526102_152:0:1573:1066_1920x0_80_0_0_d2c70657647414661e97f8e49c57774d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი
არაბული მილიარდები საქართველოსთვის: რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები
სახელმწიფო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, ასევე საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც “იგლ ჰილსი” თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა. ხელმოწერა „აბრეშუმის გზის“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.
შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„ამ ხელშეკრულებისა მივიღეთ უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფო გახდა ამ პროექტის თანაპარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი მოცულობის პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ამ თანხებით კომპანია თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.