რუსეთის არმიამ დონეცკში დასახლებული პუნქტი დაიკავა

© photo: Sputnik / Сергей Мирный / გადასვლა მედიაბანკშიდნეპრის ჯარების ჯგუფის განაღმველების წვრთნა ზაპოროჟიეს რეგიონში
დნეპრის ჯარების ჯგუფის განაღმველების წვრთნა ზაპოროჟიეს რეგიონში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2025
გამოწერა
ტაქტიკური ჯგუფების მობილობის გაზრდისთვის იყენებენ მოტოციკლებს, თვითმავალ ტრანსპორტიორებსა და სახმელეთო რობოტებს
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის არმიის დაჯგუფება „იუჟნაიამ“ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (დპრ) დასახლებულ პუნქტ დრონოვკაზე კონტროლი დაამყარა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
პარასკევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დაჯგუფების ინსპექტირება ჩაატარა და მისი ერთ-ერთი წინა სამეთაურო პუნქტი მოინახულა, სადაც მიმდინარე ვითარებაზე შტაბის პატაკი მოისმინა.
„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სოფელ დრონოვკას გათავისუფლება მიულოცა და გამოჩენილი გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
დაჯგუფების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სანჩიკმა მინისტრს მოახსენა, თუ როგორ ხდება ტაქტიკური ჯგუფების მობილობის გაზრდა. ისინი მოტოციკლებით, ყველგანმავლებითა და ბაგიებით აღიჭურვებიან. გარდა ამისა, ფრონტის წინა ხაზისთვის ადგილზე თვითმავალი ტრანსპორტიორები იწყობა. ასევე გამოიყენება სახმელეთო რობოტები.
„შეხვედრის დასასრულს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0