https://sputnik-georgia.com/20251024/gaxarias-partia-parlamentsi-brundeba-gadawyvetilebam-kritikis-talra-gamoiwvia-295522334.html
გახარიას პარტია პარლამენტში ბრუნდება - გადაწყვეტილებამ კრიტიკის ტალღა ააგორა
გახარიას პარტია პარლამენტში ბრუნდება - გადაწყვეტილებამ კრიტიკის ტალღა ააგორა
Sputnik საქართველო
გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება და, ქართული მედიის ინფორმაციით, მან იქ ბინადრობის ნებართვა მიიღო. 24.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-24T13:42+0400
2025-10-24T13:42+0400
2025-10-24T13:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
გიორგი გახარია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარი ინტერესებისა და გარე მფარველების მითითებებით მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, გიორგი გაბუნიამ.ოპოზიციურმა პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში თავისი ადგილები დაიკავოს. არჩევნების შედეგად, პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა და პარლამენტში იმავე რაოდენობის დეპუტატები შევლენ.გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება, მიაჩნია დეპუტატს.„ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს. „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას შემთხვევაში ისეთი ხაზი დაიკავეს, თითქოს კონსტრუქციულია და გახარიას მანდატებიც „შავი დღისთვის“ შემოინახეს.დეპუტატის თქმით, მათ ოპოზიციის დიდი ნაწილი ქუჩაში დატოვეს, რადგან ეგონათ, რომ „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წაიყვანდნენ.„გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს. როგორც ჩანს, სურთ, ბოლო კარტები არ გადაყარონ და პარლამენტში თავიანთი მესიჯბოქსის გამხმოვანებლები ჰყავდეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გიორგი გახარია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გიორგი გახარია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
გახარიას პარტია პარლამენტში ბრუნდება - გადაწყვეტილებამ კრიტიკის ტალღა ააგორა
გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება და, ქართული მედიის ინფორმაციით, მან იქ ბინადრობის ნებართვა მიიღო.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარი ინტერესებისა და გარე მფარველების მითითებებით მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, გიორგი გაბუნიამ.
ოპოზიციურმა პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში თავისი ადგილები დაიკავოს. არჩევნების შედეგად, პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა და პარლამენტში იმავე რაოდენობის დეპუტატები შევლენ.
„თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი ინტერესებით და გარე დავალებებით მოქმედებენ. ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია, რომელიც ქვეყანაში გარე დავალებით მოქმედებს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება, მიაჩნია დეპუტატს.
„ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს. „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას შემთხვევაში ისეთი ხაზი დაიკავეს, თითქოს კონსტრუქციულია და გახარიას მანდატებიც „შავი დღისთვის“ შემოინახეს.
დეპუტატის თქმით, მათ ოპოზიციის დიდი ნაწილი ქუჩაში დატოვეს, რადგან ეგონათ, რომ „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წაიყვანდნენ.
„გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს. როგორც ჩანს, სურთ, ბოლო კარტები არ გადაყარონ და პარლამენტში თავიანთი მესიჯბოქსის გამხმოვანებლები ჰყავდეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.