https://sputnik-georgia.com/20251024/arasrulwlovan-gerze-da-natesavze-seqsuali-zaladobis-braldebit-30-wlis-mamakaci-daakaves-295525959.html
არასრულწლოვან გერზე და ნათესავზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვან გერზე და ნათესავზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-24T18:23+0400
2025-10-24T18:23+0400
2025-10-24T18:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_26d9f48a2e087fe75c480d5f64cb1b67.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით თბილისში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც. მამაკაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე და 11 პრიმა 140-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_9e564294ab055ad882ac3830084520cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
არასრულწლოვან გერზე და ნათესავზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით თბილისში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.
მამაკაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე და 11 პრიმა 140-ე მუხლებით მიმდინარეობს.